დამიმარტოვე, სევდაო!


დამიმარტოვე ,  სევდაო,
გულის  მკორტნელთა  დედაო!

შემომაცალე  ძეები,
მათ  უღვთო  მადას   შეები!

თორემ  გათავდა  გულიო,
ღვთის  ტახტად  რომ  ვიგულიო...

ხომ  სულიცა   მაქვს ,  გონებაც,
მაინც  გულსაც  სურს  მონება...

კვლავ  ნისკარტებს  ვგრძნობ  ,  სევდაო!
ღვთის  რისხვას  როგორ  ბედავო ?!

				2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი