ბიბლია


საოცარია ,  დაიტიო   ამდენი  ერთმა,
არადა  მასში  დამკვიდრება  ინება  ღმერთმა.

ხილულს  და  თვალით  დაუნახავს  მოხვია  ხელი,
ახადა  ფარდა ,  გაამთელა  ახალი ,  ძველი.

რაც   უთქმელია ,  რაც  კი  ითქვა  და  რაც  ითქმება,--
ერთად   შერწყმულად   ყოველივე  ეს  სად  იქნება?!

ბედობის  კარი ,  სამაგიდო ,  სათავსასთუმლო ,
ახალი  სიბრძნე ,  წიგნთა  წიგნი ,  დიდი  სასტუმრო...

				2006  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი