ღმერთი ჩვენშია


სისხლის  კივილი  ჰკივის,  ჰე,  დღემდი,
ჩვენს  განსაწმენდად  რომ  სდის   ნალურსმევს...
ჩამოვარამდა  ლოცვად  ცოდვები,
კაცნი  რომ  გვიან  მალამოდ  ვუსმევთ...
	
და  დაიძლია  დაუძლეველი,
არა,  დღეს  კი  არ,  ცადაჭრისთანვე...
ფასშეუძლევი  ქრისტე-მძევალი
მოსვლას  დაგვპირდა  ხსნად  გაყრისთანვე...

სულიწმინდაო,  სუფევ  დარივით,-
ნაცოდვილარნი  ამ  მადლს  მივნებდით.—
უფლის  სამებას  მოწყდი  სხივივით
და  ჩვენს  სხეულში  შემოქმნილებდი...

ვით  დავიტიოთ  ეს  უზღვარ-ბოლო
ჩვენ,  უსახელო  სიპატარავემ ?!
საამაონი  უნდა  ჩავქოლოთ,
მივესასოოთ  წმინდა  კარავებს!...

რომ  გავიოცოთ,  ვისგან  ვიოცოთ,
უფალს  ვუოცოთ  ნამოქმედარი?!
თითო  ღმერთისთვის  ღვენთვით   ვილოცოთ,
მზედ  რომ  ატარებს   ჩვენივ   ცხედარი...

მაშ,  რა  მამონით  გაგვინაღველდა
ქრისტე  მაცხოვრის  ნამოსახლარი,
როცა  თვით  ღმერთი  ჩაგვისახლ-ღმერთდა,
თვისივ   მოგხვია   ნამოსასხამი ?!

			2004  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი