ღვთის სახლებს ვინ მოსთვლის?!


სადაც   შეკრებილა   ორი   და   სამი,
უფალიც   იქ   მკვიდრობს ,  იქ  არის ,  იქ  სახლობს
და  ამით   სამებისგან   თვითიკურთხება
ადამიანთა   რწმენით   შეყრაც   და  სალოცავებიც.
,, კლეოს “  დაძახებაა   კაცისა   უფლისგან
და      ე  კ  ლ  ე  ს  ი  ა  --
ღვთის  სახელით  მოხმობილთა   საღვთო  ერთობა...
უფლის  და  რჯულის  მოყვარენი ,
უფლისგან  ხმობილნი
ამ  საიდუმლოს  შეცნობიდან
უფლისთვის  უფლით  აგებდნენ
ზეცის  დარ     ტ  ძ  რ  ე  ბ  ს      და     მ  ო  ნ  ა  ს  ტ  რ  ე  ბ  ს :
ნივთიერს   მიწაზე
და  სულიერს - სულში...
ამ  რწმენით   და   გულით   იგებოდა
არაგვის  ნაპირთან     ა  ნ  ა  ნ  უ  რ  ი ,
კახეთის  გრძელყელა     ა  ლ  ა  ვ  ე  რ  დ  ი,
ა  ტ  ე  ნ  ი  ს     ს  ი   ო  ნ  ი,     ა  წ  ყ  უ  რ  ი  ს    მონასტერი,    ა  ნ  ჩ  ი  ს  ხ  ა  ტ  ი  ,
ა  ხ  ა  ლ  ი      ა  თ  ო  ნ  ი     და     ა  ხ  ა  ლ  ი      შ  უ  ა  მ  თ  ა...
ამ  რწმენის    ხორცსხმაა
ბ  ა  გ  რ  ა  ტ  ი  ს        ტ  ა  ძ  ა  რ  ი ,     ბ  ა  ნ  ა ,     ბ  ა  რ  ა  კ  ო  ნ  ი  ,
ბ  ე  დ  ი  ა ,     ბ  ე  რ  თ   ა ,    ბ  ე  თ  ა  ნ  ი  ა,
ბ  ო  დ  ბ  ე ,   წმინდა   ნინოს   ძვალთშესალაგი,
და     ბ  ო  ლ  ნ  ი  ს  ი  ს        ს  ი  ო  ნ  ი ...
მოგვები  ჩვილ  ქრისტემდე
ვ  ა  რ  ს  კ  ვ  ლ  ა  ვ  ს      თუ    მიჰყავდა,
ჩვენ   ტაძრებს   მივყავართ...
წუთისოფელში   გზის   მკვლევ   მნათობებად  
დგანან     გ  ე  ლ  ა  თ  ი,
გ  ე  რ  გ  ე  ტ  ი  ს       ს  ა  მ  ე  ბ  ა ,    გ  რ  ე  მ  ი     თუ      გ  უ  დ  ა  ნ  ი  ,
დ  მ  ა  ნ   ი  ს  ი  ს       ს  ი  ო  ნ  ი ,    დ  ა  ვ  ი  თ  გ  ა  რ  ე  ჯ  ა,
ე  რ  თ  ა  წ  მ  ი  ნ  დ  ა 
და   უთვალავგან   გამოხრული   ძეგლი -- ვ  ა  რ  ძ  ი  ა... 
უადვილებდა  გზას  მოგვებს   ვარსკვლავი,
ჩვენ   სასუფევლისკენ -  ღვთიური   ტაძრები:
ზ  ა  რ  ზ  მ  ა ,    ზ  ე  დ  ა  ზ  ნ  ი  ს      მ  ო ნ  ა  ს  ტ  ე  რ  ი ,
ი  კ  ვ  ი ,    ი  შ   ხ  ა ნ ი,    ი  ლ  ო  რ  ი,    ი  ყ  ა  ლ  თ  ო,
ლ  ი  ხ  ნ  ი  ,    ლ  ო  მ  ი  ს  ი    თუ     ლ  ა  შ  ა  რ  ი  ს  ჯ  ვ  ა  რ  ი...
ჯ  ვ  ა  რ  ი    კვლავ   გვახსენებს,
ჯვარცმით   რომ   დამარცხდა
ეშმაკი  და  ხრწნადი   სიკვდილი,
რომ  გზა  გაიკვალა   დაკარგულ    სამოთხეში   დასაბრუნებლად
და  სასუფევლის   დახშული   კარიც
ლაღად   გაიხსნა   მსურველთათვის...
ამ  ჯვრით  და  იმედით  სივრცეს  გაჰყურებენ
თვით      მ   ც  ხ  ე  თ  ი  ს        ჯ  ვ  ა  რ  ი      და      მ  ა  მ  ა  დ  ა  ვ   ი  თ  ი,
მ  ა  რ  ტ  ყ  ო  ფ  ი  ს    მონასტერი,    მ  ე  ტ  ე  ხ  ი,    მ  ო  წ  ა  მ  ე  თ  ა...
ჯვარი  დახურვია  ქუდად    ნ  ი  ნ  ო  წ  მ  ი  ნ  დ   ა  ს,
ნ  ე  კ  რ  ე  ს  ს ,    ნ  ი  კ  ო  რ  წ  მ  ი  ნ  დ  ა  ს     თუ     ნ  ა  რ  ი  ყ  ა  ლ  ა  ს ,
ო  შ  კ  ს      და      ო  პ  ი  ზ  ა  ს,
პ  ა  რ  ხ  ა  ლ  ს ,
რ  კ  ო  ნ  ს  ა       და    რ  უ  ი  ს  ი  ს    ტაძარს...
 ნ  ო  ე  ს        კ  ი  დ  ო  ბ  ა  ნ  მ    ა
მასში  შეღწეულნი  წარღვნას  აარიდა,
გარეთ  დარჩენილნი  კი  ცოდვის  ტალღებმა
უკვალოდ   დაახრჩო,  უფუძოდ,  უძიროდ...
ასე  ჰგავს  ტაძრებიც
ნ  ა  ვ  ს ,    ხ  ო  მ  ა  ლ  დ  ს ,    კიდობანს
და  მის  შვილად   ქცეულნი  ცხონებას  იმკიან,
რამეთუ  ცოდვათა  მშფოთვარე  ზღვაა
ადამიანის  ამქვეყნად  ცხოვრება
და  ტაძარ-ხომალდებს
წუთისოფლიდან   მარადისობის   ნავსაყუდლამდი  
მშვიდობით   მივყავართ   მსურველი   სულები…
ცხოვრების   ამ   მახრჩობელა ,  ბნელ  ოკეანეში
ასე   მიგვაცურებს
თბილისის     ს  ა  მ  ე  ბ  ა ,   მეფე   ტაძართა,
ქრისტესკვართმიბარებული
ძლევამოსილი     ს  ვ  ე  ტ  ი  ც  ხ  ო  ვ  ე  ლ  ი   ,
ს  ა  ფ  ა  რ   ა,   ს  ა  მ  თ  ა   ვ  რ  ო      და     ს  ა  მ  თ  ა  ვ  ი  ს  ი,
ს  ხ  ა  ლ  თ  ა,   ს  ა  მ  ეწ  ე  ვ  რ  ი  ს  ი     თუ     თბილისის    ს  ი  ო  ნ  ი ...
წ    რ  ი  უ  ლ  ი    ტაძრებიც  ხომ  იმის  ხსოვნაა,
რომ  როგორც   წრეა   უსასრულო,
არც   ეკლესიას  აქვს  დასასრული,
რადგან  ნაგებია  ქრისტე--ქვაკუთხედზე,
მარადიულზე  და  მოუშლელზე...
ასე  აღმართულან
ტ  ბ  ე  თ  ი,    ტ  ა  ბ   ა  კ  ი  ნ  ი ,    ტ  ი  მ  ო  თ  ე  ს  უ  ბ   ა  ნ  ი ,
უ  ბ  ი   ს  ა,   უ  რ  ბ  ნ  ი  ს  ი     და    უ  ფ  ლ  ი  ს  ც  ი  ხ  ე...
მთვლემარე   სულებს    ზ  ა  რ  ე  ბ  ი     აღვიძებენ,
მყივანა   მამლებს   ჰგავს   ტაძართ  სამრეკლონი,
ძილბურანს   ებრძვიან   და  ტაძრად   უხმობენ
ლოცვისტვის   ღვთის   ხატებს
ფ  ი  ტ  ა რ  ე  თ  ი  დ  ა  ნ,
ქ  ვ  ა  თ  ა  ხ  ე  ვ  ი  დ  ა  ნ,    ქ  უ  რ  მ  უ  ხ   ი   დ   ა  ნ     და    ქ  ა  შ  უ  ე  თ  ი  დ  ა  ნ...
ზოგან  დუმს  ზარები  უმრევლო  საყდრებში,
არც  ღვთისმსახურება  არღვევს  მდუმარებას,
მაგრამ  ცას  შეჰკივის  ქვათა  ღაღადისი
მოქმედ  ტაძართა  წირვებთან  ერთად...
ასე   დარაზმულან   ყ  ი  ნ  წ  ვ ი  ს  ი,
შ  ა  ტ  ბ  ე  რ  დ  ი,    შ  ი  ო  ნ  ღ  ვ  ი  მ  ე     დ ა   ძველი    შ  უ   ა   მ  თ  ა,
წ   ი  ლ  კ  ა  ნ  ი,    წ  ყ  ა  რ  ო  ს  თ  ა  ვ  ი ,
თუ     ჭ  ე  რ   ე   მ ი  ,
დროით   დახრული
ხ  ა  ნ  ძ  თ  ა,     ხ  ი  ხ  ა  ნ  ი,    ხ  ა  ხ  უ   ლ  ი ,
ჯ  რ  უ  ჭ  ი,    ჯ  უ  მ  ა  თ  ი ...
ტაძართა  ნანგრევებს  სევდა  ჭირისუფლობს,
ზეთჩამშრალ  კანდელებს  რომ  გვანან  დღეისთვის...
თუმცა  სადარდო  ნახევრად  მწარეა--
ხიდის  ჩატყდომა  არაფერია,  ხიდს  რომ  გადახვალ,
სარკმლის  დაგმანვა  არაფერს  შეცვლის,
თუ  ამ  სარკმლიდან  უკვე  გაგიხედავს...
დღეს  თითქოს  მდუმარე  ტაძრებს,
დღეს  თითქოს  ჩატეხილ  ხიდებს,
დღეს  თითქოს  დაგმანულ  სარკმლებს
თავისი  ვალი  აქვთ  მოხდილი...
ხოლო  რომელნიც  დღემდი  ქმედითია,
ჯერაც   ვალს   იხდიან...
ხელით  ქმნილ  ტაძრებს  იქნება  და  რაიმე  ავნოს
დრომ  დ  ეშმაკმა,
მაგრამ  ხელთუქმნელ ,  სულიერ  ტაძრებს
ვერვინ  ვერასდროს  ვერაფერს  უყოფს!
ღ   ვ   თ   ი    ს         ს   ა   ხ   ლ   ე   ბ   ს 
ვინ  მოსთვლის  წმინდანთა  მამულში?!-
აქ  ხომ  იმდენი  ტაძარი  აგებულა,
რამდენჯერაც   გამთბარა   და   დაჭრილა   გული...
და  იმდენს  აუგია,
რამდენსაც  უპოვნია
ღმერთი,  რჯული  და  ცხოვრების   საზრისი....
როგორ  სახლს  ამიგებთ?! -
ყოვლის  შემოქმედი  უფალი  კვლავ  კითხულობს...
მაგრამ  ჩვენ  ვაგებდით,
მაინც  ვაშენებდით
ტ  ა  ძ  რ  ე  ბ  ს  ,   მ  ო  ნ  ა  ს  ტ  რ  ე  ბ  ს      და     ე  კ  ლ   ე  ს   ი  ე  ბ  ს  -
ღვთის  სადიდებლებს,  ს ულის   საცხოვნებლებს...
და  უფალიც  იღებდა  სასურველ  მსხვერპლად
ჩვენს  სურვილსა  და  ჩვენს   მონდომებას...
ეკლესია  რომ   დედად   ვცანით,
ღმერთიც  გვმამობდა,  გვმშობლობდა,  გვმზობდა...
სასუფეველი  ცამდი  თუ  შორია,
სამოთხე  მაინც  ჩანს  გახლეჩილ  კრეტსაბმლიდან,
ვით  კანკელიდან  საკურთხეველი...
ისე  შორი  და ისე  ახლოა  შემოქმედამდე,
როგორც  ანალოღიიდან   ამბიონამდე
და  როგორც  ტაძრიდან   ტაძრამდე
ღვთისმშობლის    წილხვედრ   საქართველოში!

				2010  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი