მოხველ და ჩემი ბნელიც ნათდება
ქარი ამოჰყვა ალიონის მზეს, ქარი, მძებნელი დაკარგულისა... მაძიებელი ამაოდ დაშვრა, შველა ვერ შეძლო ძველი წყლულისა... ააწრიალა ცაზე ღრუბლები... მზე დაიჩრდილა და დაიბინდა... ცრემლი მოუშვა ზეცის სიცისფრემ... ქარიც დაგუბდა, ხმა ჩაიკმინდა... ვეღარ იპოვა... ვეღარ ვიპოვე... მეც ვეძიებდი ჩემს დაკარგულებს... ლოდმოწყვეტილი კლდესავით ვიდექ, ცრემლებით ვბანდი ჩემეულ წყლულებს... ღმერთო, რაღასთვის თანამამგზავრე მათი ლამაზი სულების დასი?... ჩუმად წავიდნენ... რა შორს წავიდნენ... მაგათ გარეშე რაღა ვქნა აწი ?!. სიყვარულით და ცრემლით ნაბანთა მონატრებების ვიქეც მუდმივ ტყვედ... თითქოს ცა ვიყავ, ზოგი ვარსკვლავად, მთვარედ მებნია გულზე, ანაც მზედ... გულზე მებნია მათი ხატება-- თანაც მათბობდნენ, თან მინათებდნენ... უმნთობებოდ დამტოვეს ზეცა!.. ეს რა დღეები ჩემთვის გათენდნენ!.. რატომ გვხვდებიან?..რატომ ქრებიან? ან მათ ადგილას სხვა რად ვერ მკვიდრობს? თუკი მოდიან, რად არ რჩებიან?... ან გული დღემდი რატომ ვერ მშვიდობს?!. სული მქცევია მათ სასაფლაოდ, თვით მესაფლავე ბედისწერაა... არ იხრწნებიან, წმინდანებივით განისვენებენ...გულთა ძგერაა... ყველა ჩემია... და ყველასიც ვარ... ჩემში მკვიდრობენ... მაინც შორია... მოგონებიდან მოგონებამდე ვიხეტიალე... გზები მოვიარ... ცრემლი და სევდა... ჩუმი ვარამი... სიშორის სევდა და მონატრება... ღმერთო, შენ მოხველ შენი სითბოთი... მოხველ და ჩემი ბნელიც ნათდება!!! როგორ წამლობენ წყალობის მადლნი ჩემს წყლულებს, ასე უგზო - უკვალოს... ყველას სიშორით მოგვრილი სევდა შენს სიახლოვეს მიაქვს, უფალო !... 2008 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი