მარტოობა
ტკივილის შეგრძნება გულის არეში, ისე რომ დარწმუნებული არ ხარ ნამდვილად გული გტკივა? თუ არა? შიგნიდან გაწუხებს და გჭამს ხანდახან მგონია, რომ სულს ცალკე აქვს ორგანოები, სხეულს ცალკე. ასეთი ტკივილის დროს მგონია, რომ სულის გული მტკივა. გაქცევის სურვილი... გასაქცევი კი არსად.... მოფერების სურვილი... და... მზერა გაყინული სამყაროს გულცივობა , შენი სხეულის სიახლოვეს... ნოტიო ამოსუნთქვა კედლების... საათის ტლიკინა ენით დროის შეხსენება... უსუსურობის მწველი სინამდვილე... მერე უცებ გინდება დაიძინო, ხუჭავ თვალებს. ცდილობ რამე სასიამოვნოზე იფიქრო, აქაც მარტო ხარ, არჩევ კადრებს ცხოვრების ალბომიდან. ნუთუ კარგი მეგობარი უკვე ყველა გამომეცალა ხელიდან, ახლა რომელიმეს საფლავზე... გვერდით დავწვებოდი და ვეჭორავებოდი, ამ ლოგინს ეგ ჯობია ისევ. გულს მაინც მოვიოხებდი. ბოლოს როდის ვიყავი ასე? მეჩვენება რომ სულ! თითქოს ჩემს გვერდით არც არასოდეს ყოფილა არავინ. არა! იყვნენ მაგრამ წამიერად, მერე ყველამ დამტოვა. ბაზარში დაკარგული ბავშვივით ვარ, ტირილი მინდა, მაგრამ დიდი ვარ ამ ცრემლებისთვის. ჩემი შვილი ალბათ გრძნობს ჩემს სიმარტოვეს, ცდილობს დღეში ათასჯერ შემახსენოს რომ ვუყვარვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი