ჩიხი
გავიჭედე. ასე მგონია ჩემი ცხოვრების წარსულისა და მომავლის შუა გადებულ უსასრულო გვირაბში დავხეტიალებ. ვერა და ვერ გავედი სინათლის შუქზე. ამ გვირაბში ნესტია, კინოფილმებში რომაა მიტოვებული გვირაბები დაზიანებული ელექტროგაყვანილობით ისეთია. ხან ვხედავ რეალურ სურათს ხან ვერა. ხანდახან კიდევ მე თვითონ ვხუჭავ თვალებს, რომ არ დავინახო. დროს ვკარგავ აქ ბოდიალით და ყველაზე მეტად ეს მიშლის ნერვებს. არ მინდა სინათლის შუქს ღრმა მოხუცებულობაში ვეღირსო. ჩამოვჯდები ხოლმე ამ სიმყრალეში შესასვენებლად და უფრო მიმძაფრდება ჩემი მდგომარეობით გამოწვეული ტკივილი. მივხეტიალებ მარტო და მგონია რომ მხრებზე წარსულისგან აკიდებული გირები მაწევს. მოგონებების ზოგიერთი ტალღა მაძლევს ძალას მხოლოს, რომ გავაგრძელო გზა. სიმარტოვის შეგრძნება უფრო მიჭიანურებს დროს და იმედისაგან დანთებულ სუსტ სანთელს სიოსავით ეთამაშება ჩასაქრობად. დავხუჭავ თვალებს, ვცდილობ გავიხსენო სასიამოვნო წუთები ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ სიტუაციის სიმყრალე მაფხიზლებს ისევ, საფრთხის შეგრძნება არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდე, ამიტომ მივიწევ წინ და ვცდილობ დიდი ორმოში არ ჩავვარდე, მარტო ვარ, ამომთრევი არავინ მყავს, ვაითუ დამიტოვოს ორმომ, ისედაც ბევრჯერ მომიკვდა სულის ნაწილი და სულ მცირეოდენიღა დამრჩა დასაშთობი. ველოდები განთიადს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, გულში ვიკლავ შიშს, დარდს ტკივილს, ლოდინის მეტი არა დამრჩენია რა. 7 მაისი. 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი