სიკვდილთან შეხვედრა


როგორც ადამიანებმა  არ იციან დაბადებისთანავე გემო თავისუფლებისა, ისე არ იციან ურწმუნოებმა ღმერთისა და ლოცვის ძალა.როდესაც ინდივიდი იწყებს სულიერად მაღლა სვლას  და უახლოვდება ღმერთს, მაშინ უწევს ბრძოლა და გამკლავება ეშმაკთან, ჭრილობების ატანა და მოთმინება არის ერთადერთი გამოსავალი.თუმცა, რა ითქმის იმ ადამიანზე, რომელსაც მთელი ცხოვრება არ სჯეროდა ღმერთის,მოკლებული იყო ქრისტეს სისხლს,ხორცს და იყო მატერიალისტი?-ეს ის კითხვაა, რომელიც მას ჩაესმა იმ დროს, როდესაც საწოლსმიჯაჭვული ელოდა სიკვდილს.ოთახი ჩაბნელებული იყო, სიბნელესთან ერთად სიკვდილი ანტუანის  სინანულსა და შიშს გრძნობდა.ის სკამზე იჯდა და ელოდა სწორ და შესაფერის დროს მის წასაყვანად.
,,ნეტავ, არსებობს თუ არა ღმერთი, თუ არსებობს და არასწორი გზით მიცხოვრია, რა მომელის?’’-ფიქრობს ანტუანი, თან შესცქერის მის ოთახში ერთადერთ ანთებულ სანთელს და ხვდება, რაოდენ მარტოსული და საბრალო ყოფილა მთელი მისი არსება.ამ დროს მის გონებაში მოდის ფიქრები, აზრები, რომლებიც მას აშინებენ, რადგან ახლა ხვდება და მისი ადამიანური ინსტიქტი კარნახობს, რომ მას სწორი გზით არ უცხოვრია. მას არ უნდა ამ ყველაფრის გაანალიზება, თუმცა სიკვდილი მაშ რისია,თუ არ დაანახა მოკვდავს ბოლოს წამს ადამიანის უსუსურობა.
ანტუანი საავადმყოფოს ოთახში წევს და წამლების სუნი ჰაერში ირევა.ფანჯრის მიღმა ზამთრის სუსხიანი ღამეა, ქალაქი დუმს.მხოლოდ საათის ხმა ესმის, თითქოს დროც კი სიცოცხლის დასასრულს უქადის მას.
,,თუ ღმერთი არ არსებბოს, რატომ მეშინია?’’-ამ დროს საწოლზე წამოწოლილი ახველებს, ტკივილი გულმკერდიში მძვინვარებს. ხელსახოზცე სისხლის ლაქას ხედავს.იწმენდს ოფლს და ისევ უბრუნდება თავის ფიქრებს.თვალებს ხუჭავს და ფიქრები მას მოსვენებას არ აძლევს.-“თუ ღმერთი არ არსებობს ახლა ვინ მიხმობს?’’.ოთახში ჰაერი მძიმდება, ის გრძნობს მის მოახლოებას, მას სუნთქვაც აღარ შეუძლია.ამ დროს, მის წინ ჩნდება ის, ვისაც ამდენი ხანი ელოდა, თუმცა ამას ჯერ ვერ ხვდება სიკვდილის შიშით სავსე.
„ვინ ხარ?’’-ხმას ძლივს იღებს, ტირილიც უნდა, თუმცა მას ყელში უცნაური შეგრძნება აქვს, თითქოს რაღაც აბრკოლებს .წამოჯდომას ცდილობს, თუმცა დასუსტებული ვერ ახერხებს, კარგად დაინახოს მის წინ მყოფი.საკითხავი საერთოდაც ის არის,  იდგა თუ არა ვინმე მის წინ, თუ ეს მისი შინაგანი ხმა იყო, რომელიც მას ესაუბრებოდა.ანტუანის გონებაში ის ფორმას იღებდა, ჩრდილს ჰგავდა.მოკვდავი ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი თავისი გონებიდან გადაეგდო, მაგრამ მას ხმები ჩაესმოდა.ეს არ იყო  ღმერთი, არც ანგელოზი, ეს იყო სიკვდილი.
ანტუანი წამოდგომას ცდილობს, თუმცა სხეული არ ემორჩილება-ფეხები უმწეოდ ეშვება საწოლისკენ.-,,ვინ ხარ?!’’-ამას უკვე მეორეჯერ ხმამაღლა კითხულობს, მას ნელ-ნელა ხმა უქრება ისე, როგორც სინათლე საღამოს ნისლში იძირება ხოლმე.-,,შენ მთელი ცხოვრება უარყოფდი ღმერთს, რათა ჩემი არ გეწამა.შენი სხეული უკვე მე მეკუთვნის, ვგრძნობ, როგორ სუსტდება შენი სუნთქვა .’’ ანტუანი უკან დახევას ცდილობს, ტკივილი მკერდში უმძაფრდება და სისხლი  ხელსახოცზე ახალ ლაქას ტოვებს .-,,კარგი, თუ შენ  სიკვდილი ხარ ..მაშინ, მიპასუხე, თუ ღმერთი არსებობს, რატომ აძლევს ადამიანებს უფლებას, რომ დედამიწაზე გაავრცელონ ბოროტება?ამდენი ადამიანი კვდება სისასტიკით-ბავშვები ომში იხოცებიან, უდანაშაულონი წამებით ასრულებენ სიცოცხლეს, თუ ის ყველაფრისშემძლეა, რატომ არ შეაჩერებს ამ ყველაფერს?’’სიკვდილი არც იცინის, არც ბრაზდება -ოთახში სიჩუმე ისადგურებს და ჰაერი მძიმდება.ცოტა ხნის შემდეგ სიკვდილი პასუხობს-,,იგი არ ჩაერევა ადამიანის ყოველ ქმედებაში, რადგან არ ექნებათ მათ არჩევანის საშუალება.ამით ის მოკვდავებს აძლევს შანსს, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და განსაზღვრონ, რა არის სულიერებისთის კარგი და რა ცუდი, რომელია სწორი გზა და რომელი -არასწორი.’’-„მაშინ, რა აზრი აქვს ყველაფერს?თუ თავისუფლება იწვევს ტანჯვას და სიკვდილი უბრალოდ წაშლის ყველაფერს..რა აზრი აქვს ცხოვრებას?’’
„აზრი?აზრი იმაშია, რაც შენთვითონ შექმენი და აქამდე რა ფიქრებითაც ასაზრდოებდი შენს სულს,’’-პასუხობს სიკვდლი.ხმა თითქოს უფრო ახლლდან ესმის ანტუანს-„ბოროტება გავრცელდება მანამ, სანამ ადამიანები აირჩევენ მას.სიკეთეც არსებობს და ბოროტებაც, მაგრამ შენ მხოლოდ ტანჯვას ხედავდი ამ ცხოვრებაში, რათა შენი ეჭვებისთვის გამართლება მოგეძებნა.ახლა კი გვიანია ამ კითხვებისთვის.’’
ოთახში უკუნითი სიბნელე ისადგურებს.საათი ჩერდება, გარეთ ისევ თოვს, თითქოს ის ცდილობს, სამყაროს სიჩუმის თეთრი საბანი გადააფაროს.
ანტუანი ხედავს, რომ ის ჩრდილი მას უახლოვდება, ხვდება, რომ ვერსად ვერ გაექცევა და არსაიდან, თვითნებბურად, იგი ამბობს ბოლო სიტყვებს:,,უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.’’
ღმერთისიკვდილიცხოვრება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი