ცაზე წევს ჩემი ფიქრები
ცაზე წევს ჩემი ნაზი ფიქრები და ჰამაკებში მინდვრები ჩანან. გადარჩენილა სეტყვას ყურძნები და შემოდგომის ღვინოსთვის დგანან. მე მომენატრა ხის სახლი უცებ, სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ. შიგ სიყვარული ისადგურებდა და ყვავილების სურნელი მარად. ცაზე წევს, ცაზე ჩემი ფიქრები და ალიონზე მცნობენ იქედან მე დამავიწყდა ღამით მინდვრები და ახლა სახლი ქალაქში მიდგას. შემოდგომაა და თავს ყიდიან მტევნები ისე თითქოს იქურდეს და თითქმის აგერ მოპარულ ღვინოს გამოუჩნდება მუშტარი უცებ. მე ჩემი სახლი მეამაყება სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ შიგ სიყვარული ისადგურებდა და ყვავილების სურნელი მარად.შემოდგომაა და თავს ყიდიან მტევნები ისე თითქოს იქურდეს და თითქმის აგერ მოპარულ ღვინოს გამოუჩნდება მუშტარი უცებ. მე ჩემი სახლი მეამაყება სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ შიგ სიყვარული ისადგურებდა და ყვავილების სურნელი მარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი