თითქოს ბოლოჯერ ვეხებოდე


მე დამეკარგნენ თანაგანმცდელები 
და დავრჩი შიშვლად, საკუთარი თავის ამარად.
იმდროიდან კი მე და სამყაროს გვძინავს ერთად ჩახუტებულებს.
მარტო დარჩენამ ჩაითრია ჩემი კაბის ჭრელი სარჩული და გაატარა ხორცის საკეპ ძველ მანქანაში.
ჯერ კიდევ იმ დროს მე მეგონა, რომ ვიცოდი ყვწლაფერი ყვსლაფრისაგან
და უცხო მზერას აღვიქვამდი მთლიან სურათად.
ისე გამოდის თითქოს ვყვები ან ვიხსენებ შორეულ წარსულს.
არადა დილის ამბავს აღწვერ იმ სამყაროსთვის, წუხელ რომ მძლავრად ეხუტებოდა ჩემს ყადგილოდ დარჩენილ მუხლებს,
ქალის გრძელ ხელებს, ატმისიდენა მკერდის ზამბარებს და უსარჩულოდ დარჩენილ კაბას.
მე დამეკარგა თანამოაზრეები და დავრჩი შივშლად. საკუთარი გონის ამარად.
იმდროიდან კი მე და სამყაროს გვძინავას ერთად გადახლართულებს
და ისე მძლავრად ვეხუტებით ყოველ კითხვაზე თითქოს ბოლოჯერ ვეხებოდე მის შუაგულში ჩასახლებულ მყარ და ცხელ ბირთვს პასუხებისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი