ვარდები მომავლიდან
არ შეგადარებ მზის ანც სხივთთამაშს, ან მინდორველში გავარდნილ ირემს, ვიდრე გონება გრძნობებს ალაგმავს, თმებში სიფრთხილით შენს სურნელს ვირევ. ნისლის ზეწრებს რომ გავაუთოვებ, ვერცხლისფერ წვეთებს ვიგრძნობ მთვარისას, ზღაპრულ სიზმრებში პეპლების ნაცვლად ბადით დავიჭერ შენ ხმის ნანინას... როცა ცისკარი, როგორც იესო, ფრთხილი შეხებით ამიხელს თვალებს, გადამიპენტავს თეთრად ენძელა ცხელ და მჩქეფარე ყაყაჩოს ძარღვებს. მერე კი შენთან მოვალ ფენიქსად, ფრთებშემოსილი მტრედის ბუმბულით... კენტავრის კვალზე ფრთხილად ამოზრდილს მოგიტან ვარდებს, მომავლის სუნით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი