***
სევდისფერ ცისკენ პირაღებულ ამინდებს ვითვლი წამისფერია წუთისოფლის უაზრო ყოფა, მე ამ ყოფაში ვიმყოფები როგორც ყოველთვის, არასდროების განცხრომიდან დროების წამთან. ცის სილაჟვარდე ისე როგორც არასდროს არის, მაოცებს წითლად მოელვარე ცის აიდაჰო, მწამს და კვლავ ვითვლი დღეებს უმბრულ ამინდისეულთ, რომ წამიერი გაელვება გამომიტოვონ. ცისკენ აღვაპყრე თვალთა წამის უძიროება, ზაფხულისფერი ცის დაისი გაჰკივის ცაში, მისით აენთო უძიროთა უხმო ელადა, და ვფიქრობ ჩემთვის, ამ ამინდებს რა მოელანდა?! ქალაქის ხედი არც თუ ისე პირველყოვლისა, ლექსსაც პირველად ვუწერ ბათუმს, აიდაჰოსფერს, სიმწიფისფერად დაყოლილა ცაში მერაბდე, და თავისთავად სიმღერებში გადის დღეები. უმისამართო თვალთა წვდომა აიდიპოსის, ჰადესიფერი ჩემი ფერფლი დავკარგე ცაში, მოდი და მიწას მაზიარე, როგორც ყოველთვის, რომ სისპეტაკე ერთი ბეწო არ გამწირავდეს. სიმწიფე ცისკენ მოდუღდუღე ალუჩებს მირთავს, ცალი თვალისთვის გასაოცარ ზურმუხტს მიქარგავ, მე მინდა ისევ ყოველ დილით შენ გიყურებდე, ამბებს გიყვები, შენ კი ისევ ტკივილს მიფარავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი