***


ამინდებისფრად მეწამული ცა დაისისფრა,
მომწვანმოლურჯო სიმწვანეში მე ვიკარგები,
და შენში ვხედავ სიხარულის ნაპერწკლისობას,
რომ წამიერად საკუთარში გაგიელვებდე.
სისრულის არსის არმოქმედდა არსიათ წყობა,
სიმყარე სითბოს განუსაზღვრელ ამაოდ იქცა,
ყოველ ღამისთვის სითბონახულ ამბებს გინახავ,
რომ მერე ოდეს ამ ამბებით დავიწყო თხრობა.
მიწამე, მოდი, ხელი არ მკრა ასთაასობით,
დღეს არც თუ ისე ამინდისფრად ღელავს კიმანო,
ლურჯი ზღვისპირი შეიმოსა უშენო სევდით,
რა მოხდებოდა ამ ქალაქში კიდევ რომ გევლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი