ღვთაებრივი კომედია


ჩემი სული მარტოობის ორკესტრია,
შენი სული - ღვთაებრივი კომედია,
დანტეს გზაა, ალიგიერს, ასოთმთავრულს
სიტყვასიტყვით გადათარგმნილ ნაშრომებში.
ჰადესია ზღვის ღმერთების შემმუსვრელი,
წიაღშიაც სინანულის ცრემლებია,
ქარტეხილებს ვერას აკლებს შემსუდრვველი
ამბავთზრახვის უსათუო ფიქრებია. 
შენი სული სიხალისის ეპიგრაფი,
ჩემი კიდე - ასწლოვანი ეპითეა,
უსახურ დროს, არარსებულ ათინათში
გავუსწარით მზის სხივების ენთუზიაზმს.
ურიგოთა უსახელო ანათემა,
სიღერებში დაკარგული უამბობა,
მე ვერ ვმღერი, სავსე მთვარე ანათებს და
გზად მგზავრების მოგვიწია უარყოფა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი