***
ცა აპრილივით , მრავალჯერადი ზღვა უთავბოლო სიტყვების ძალა, მე მაისივით გავმარტივდები შენ დეკემბრისას მომგვრი სისწორეს. დაკვირტული ცა, ხე მობურუსო ჩვენი სიზმრების ამხდენთძალები, ჩვენ - ვერავისთვის ვერ ვიცლით წამით, ამბავს ყვებიან ამორძალები. ძალთაუცხონი, უნაპირო სიზმრის ნუგეშად კაბააშლილი მზისწნულებზე გიფენ სიმშვიდეს, ჩვენ ჩვენი ვთქვათ და აპრილივით გადავაცხელოთ, ამინდებისთვის მოპარული ჩვენი კიმანო. შენ - ზღვათა უცხო, უნაპირო, უზღვრო არსება მე - უშენგულო, უთვისტომო ვინმე სავანე, ამბავთმთხრობელთა ულმობელი სიამე გულის, ვერ გამოგიცხვე, რადგან გული დავანთე შენთვის. ვჭამ უპირობო, უნაპირო დღეთა ამინდებს შენს თბილ სხეულში ნესტიანი ამინდი ვიშვი, ვაივაგლახით გადასული ზაფხულის დარი, გამომიდარე და მზეები დამითბე გულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი