აღვირახსნილი პოეზია
მზისფერ ალუბლებს ნუ შეახებ შენ ჩემს ბაგეებს, ნუ ამითრთოლებ ისეც ამ გულს რომელიც დაცხრა, ალუბლისფერებს ტუჩი ტუჩთან მომადე ისე რომ განწირული სული ვუშვა ვნებიან ალთან. მაგიჟებ, ძალა აღარ მყოფნის რომ არ მინდოდე, შენი სურვილი აღვირახსნილ ოცნებას მალავს, მე ვერ ვიოკებ იმ წყურვილს და სურვილს რომელსაც, შენზე ოცნებით ყოველ ღამე ჩემს თავში ვმალავ. ცეცხლი მომადე მთელ სხეულზე, მეწვის დუღილი სიმწიფისფერი სხეული გაქვს ურჯულო კაცო, რომ მინდა ისე მოგეფერო, როგორც არავის, რომ მინდა შენში სიტკბოება გავითავისო. ოჰ, როგორ მინდა მთელ სხეულზე ვეწამო ალერსს ან როგორ მინდა მთელი გულით ალად მოგედო, მოფერებიდან ფერებამდე წამიერ დუღილს, ცის კიდობანზე ფიქრადქცეულ ოცნების მსგავსად. რომ ჩაგეღვარო მაგ კისერში დუღილით სავსემ, რომ თრთოლვით მიშვა ხელებშუა სიმწიფის წამი, რომ დაგეწაფო სულში ისევ ალუბლებს შორის, და შორიშორად არ დავტოვოთ ამბორი შორი. მე ყოველ ღამე შენს სხეულზე ვიფიქრებ წყურვილს, სურვილაშვებულ უდრტვინველი ამაო ვნებით, რომ მაგ ტუჩებში დაგეკონო როგორც არასდროს, და მთელი ღამე შენს სხეულზე დავიდო ბინა. ნელი ფერებით შემოვსაზღვრო უზღვრო სხეული, ამბორავსებულ მთელ ტკივილზე სურვილს ჩაგიღვრი, ტუჩთან სულშემკვრელ ალერსიან მზეებს დაგაკრავ, რომ გაღვიძებულს ჩემი თავი სიზმრად გადაგხდა. წყურვილს მოგიკლავ, უნიათო ღამეებს წარსულს, ჩვენ ერთმანეთით ერთმანეთში ავსებას ვლამობთ, რომ ყოველ ღამე შენს სხეულზე ვიპოვო ღილი, აწყვეტისთვის რომ ჩემი ხათრით გეკრობა კანზე. სურვილს ავუშვებ, ვნება ცისკენ არ უშვებს ალმურს, რადგან შენია ეს სურვილი სხეულის მსგავსად, შენი ტუჩების სიდიადე ისე მანცვიფრებს რომ მთელი ღამე დავუდგები დარაჯად თავთან. ისე მაგიჟებს მეფურობა შენი ბუნების, ისე ვნებიანს წამიერად როგორ გხდის ყოფა, და მეც გაგხდიდი ყოფასავით წამიერ ვნებას, და მე გაგხდიდი ჩემი სულის უსაზღვრო წამლად. ვერ ვძღები შენით, სურვილები ავუშვი ღამით შენი კანია სულში რომ მწვავს მზის აიდაჰოს, გებრძვი, თავს ვიჭერ თითქოს ისე როგორც მჩვევია და მთელი გულით სურვილი მაქვს სავსე ფერების. შენი წყურვილით დავილევი ალბათ დილამდე, შენი ფერებით ავივსები ალბათ არასდროს, შენზე შეხებით დავიწვები როგორც ყოველთვის, და ჩემგან წასულს გამოგაწვდი ვნებიან ამბორს. მოდი, მიწამე, დამეხვიე სხეულის სიცხედ, მტვრიან ალუბლებს მოაშორე ობი სისველის, სიმარტოვისას გაჩენილი შენზე ოცნება ჩამომაშორე და შენ მოდი ჩემს ცხოვრებაში. რომ ისე მინდა მთელ სხეულზე ფერებით გავძღე, რომ სულში ხელი გიფათურო არევის მსგავსად, რომ მთელი ტანი დაგინამო უცნაურ ქცევით, მთელი ცხოვრება გეალერსო ჟრუანტელმაგვარს. შენი სიმწიფე ხელებს მხვევს და ისევ მახევებს, ოცნების რიდე გავაპე და შეგისისხლხორცე, ოხ, ისე ძლიერ შეგახსნიდი ღილებს თრთოლვითვე რომ ნება ჩვენი პირაღებულ დარჩეს ყოფითვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი