11 ივლისი


სუნთქვასე მეტი სიხშირე ძაბვის,
სუნთქვაზე მეტი მინდა მოვასწროთ,
თითქოს წამზომი ისე ჩართულა
გამორთვისთვის რომ დროს ვერ ნახულობს.
დროს გავურბივართ, სწრაფად მიმავალს
დრომ თავისი დრო ამოიწურა,
ახლა ჩვენვე ვქმნით ჩვენივე წამზომს,
ახლა ჩვენ ვითვლით დროის ათინათს.
ქარიზმა ნელი, ჩუმი, მიზნობრივ
სიტყვათძუნწობის მთელი სავანე,
ტუჩებს დამსკდარი კანი ეკრობა,
დანამვისთვის რომ შენ მოგაგებე.
გიზგიზებს ცეცხლი, სულში ჰადესი,
გამძვინვარებულ სუნთქვის ამარა,
ვერ ვაქრობ ალებს, ვერ ვაქრობ წამებს,
მოფერებისთვის ჩვენთვის ანთებულს.
წამია ღამის, მინოგამის, არსრულთა სანთლებს
დუღი ასდით და გადასდით რომ ვერ აიორთქლეს,
ტუჩთან , ღიმილთან ჩაჩხვლეტილი შენი ალერსი
გიზგიზებს ისე მთელი ღამე რომ ვერ ვაოკებ.
ჰადესისფერი ,ფერფლისფერი მეწამული ცა
ზღვისფერი არსის მოარაკო ამბავთზრახვები,
ძილის წინ შენზე ანთებული ჩუმი ოცნება
ყოველ საღამოს შენს სახელზე ვიფიქრებ სურვილს.
წყურვილზე მეტი, სურვილის საზრდო
შენი ტუჩების მთელი ესტაკი
გულსსისხლძარღვისფერ ამინდისეულთ
ღამის დარაჯად ჩემს თავთან გელი.
მინავლულია წრფელი ღამე შენზე ოცნებით,
შენი ტუჩებით დანამული უსივრცო წამი,
მთელი სხეულის ნეტარება ჩაღვენთილ სურვილს,
ისევ მიმძაფრებს მოფერების წყურვილის ძალას.
მინდა მთელ ტანზე გეალერსო როგორც არასდროს,
მთელ შენს სხეულზე მხოლოდ ჩემთვის დავიდო ბინა,
ნელი ძარღვებით შეგიხორცო ძველი იარა,
ნელი ფერებით შემოვსაზღვრო შენი დუმილი.
კანზე ფერმკრთალად გამოჩენილ პატარა წერტილს,
შენთვის ანთებულ ცეცხლის ალის აგიზგიზებას,
შენზე დანამულ უსაფუძვლო დუმილის ძალას,
მთელი არსებით მოგეფერო მინდა ყოველ წამს.
გიზგიზებს ცეცხლი, მთელი არსის ზაფხულისფერი,
შენი გაცნობის 11 ივლისს ჩავწერ თარიღად,
ტანში გამომცრის შენი ენის ნაჟრუანტალი
და თავში გამკრავს აზრთაცვლათა უხმო ელადა.
მე გაწვდი ჩემს ხელს, გამოსაშრობს, გადაუფერაავს,
მე გაწვდი სიტყვებს წარსულისთვის იარათმშუშავს,
მე გაწვდი ამბებს, ჩემს შესახებ შენს ჩუმ ფიქრებში,
რომ ჩვენი გზები ერთიანად შევისიხლხორცოთ.
მინდა ტკივილი დაგიამო დაამებისას,
მინდა სურვილი დაგიოკო სურვილთა ძალით,
მინდა გაზაფხულს ჰაზლასავით შენ მოგიქსოვო
ამოკინძულთა უტკივილო მთელი ესტაკი.
ფერებით გავძღე მთელი ღამე შენთან ფიქრებით,
ცაში ავუშვა უდრტვინველი ჩემი ფიქრები,
მაგიჟებ, ძალა აღარ მყოფნის, მთელი არსებით
შენს სხეულს ჩემთვის ნაამბობარს გაწვდი ამბებით. 
გიკოცნი ტუჩებს, მთელი ტანის სიცოცხლის ძალით,
გიკოცნი ხელებს, არარსებულ სიგიჟის ტოლფასს,
გიძღვნი ლექსს ისეთს, საკუთარი თავის ამარას
გამომზეურდა შენზე ფიქრის მთელი კამარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი