მოკვდა
რამდენს ნიშნავს ნებისყოფა?! რა გინდა მოიწადინო, რომ სადღაც საკვანძო მომენტში ყელში არ ამოგივიდეს, ხელი არ ჩაიქნიო, ზურგით არ შებრუნდე, არ მიატოვო ის, რაც მთელი არსებით გსურდა რამდენიმე საატის წინ. მოტივაციას გვიქმნის მიზეზი, რომელიც, ზოგჯერ ისე უკვალოდ, უმისამართოდ ქრება, სული და გული, გონება და არსება მიაქვს თან. შორს მიდის, უკანმოუხედავად ეფარება ჰორიზონტს, შლის ფრთას, ვიღაცას კი ჰაერში ტოვებს უპარაშუტოდ. ფიქრებსაც სწყდები, ენარცხები მწარედ გაღვივებულ რეალობას და იქ, სადღაც, შენთვის შექმნილ სამოთხეში ანადგურებ საკუთარსავე ზღაპარს. გიყვარდა, გძულდა, ვერ სუნთქავდი უძირო თვალების გარეშე, მათ კი გაგწირეს ისე, თითქოს არსებულხარ. არავისთვის უნდა გეწილადებინა გული. ენდე, გადაყევი თან... აქაც.. აღმოსავლეთში დატყვევებული, გაუხედნავი ულაყივით ჩაგცეს დეზი ზურგში. მოგხვდა მწარედ... სულთან ახლოს, სადღაც პატარა ნახვრეტი გაჩნდა. თითო იმედგაცრუებას მიჰყვებოდა თან თითო პატარა იმედი. ტოვებდნენ სამყოფელს.. ისინიც შორს მიჰქროდნენ უმისამართოდ. ახლა წარმოგიდგენთ ახლად შექმნილ სულნაკლულ, გულამოცლილ ინდივიდს, რომელმაც დაკარგა თვალის გახელის, სიმღერის სურვილი.. თავმოყვარეობა + - ერთმანეთის საპირისპირო პოლუსივით მიიზიდავს სიამაყეს.. ეს არის უჯიშო, უნიათო, უარაფრო, უსიყვარულო, უტკივილოდ უსიხარულო უსიხარულო მოჩვენება. მოჩვენება, რომელსაც არ უყვარს უარაფრობა, უგრძნობლობა. ეპატიება.. უკვე მკვდარია... მოკლეს.. ატკინეს არა სხეული, არა-ფიზიკურობა, ატკინეს ადამიანობა. მოკვდა სამუდამოდ... მოკვდა სამუდამოდ... - მოკვდა იქამდე, ვიდრე ისევ არ გაუჩნდება ვინმეს მისიგაადამიანებისა და თავიდან სიკვდილის სურვილი.. ასე..... უსასრულოდ მოკვდა.. 🖤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი