ხვალ


შენ ფიქრობ,ხვალ ისევ დადგება
წვები და იძინებ სიმშვიდით
მთვარის ფაზებს ითვლი ფანჯრიდან,
როცა უძილობის ჯინი გჭირს
  
შენ ფიქრობ, ხვალ ისევ დადგება
არ ჩქარობ სიცოცხლის სიყვარულს
გოგონია დრო სულ შენ დაგიცდის
უნდები შორი გზით სიარულს. 

შენ ფიქრობ,  ხვალ ისევ დადგება
არ ემსგავსები ზღვის ღელვას
არ გინდა არც ტალღებს ებრძოლო
ემალვი საბნის ქვეშ ცის ელვას 

მე ვფიქრობ, დრო დადგა შეწყვიტო
მთვარის ფაზების გადათვლა
უბრალოდ გააღო ფანჯარა 
აჩვენო მაგ მთვარეს არ დაღლა 

მე ვფიქრობ, დრო დადგა რომ შეძლო
გიყვარდეს სამყარო ფერებით
იცოდე ის ხან რომ ცივია
შენ თავად გაათბო ხელებით. 

მემგონი დრო დადგა ემსგავსო ზღვის ღელვას, ტალღებად მოგროვილს
საბნიდან გამოძვრე შეხედო
ცის ელვას შენს შიშად მოგონილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი