ვთესოთ ვარდები.
მეამბორეა ბაგეთა გული ღვინოზე ტკბილი სიყვარულს მალავს, სურნელოვანი დაღვრილი სული მშვენიერი და აღმასვლის ძალა, მზისგან შევსილი შემოქმედება ვამსგავსე ვარდს და ვამსგავსე მარადს, ვიდრემდის სუნთქავს დიდი მანძილი ნაპრალი მთათა შეივსებს კალთას. სულს შეყვარებულს დაეძებს ირგვლივ ტახტრევანია სამყაროს ხმათა, სვეტები ვერცხლში გაუბანია ოქროს საყდარი სიყვარულს დარჩა. - მშვენიერი ხარ შენ ტურფა ქალო! წავიდეთ სერზე ვარდები ვყაროთ, დატყვევებული გულის ამბორი სივრცეს უზომოდ გადავაყაროთ. ბაღების წყაროვ,ჩრდილების მოდგმავ სურნელებაში ჩასახულს გიმზერ გული მღვიძარე, კალთა გახსნილი სულს შეყვარებულს გამოიძახებს. ველნიამორებს ამოხდა ვნება, ამომავალი სვეტი მადლისა და სარეცელი მწვანე მდელოსი აღდგენილ სულში გამოაფხიზლა. საამურია შენი გრძნობები, აგებულება ფერთა ხვედრია, ძლევამოსილი გრძნობა ულევი ღმერთს სამყაროში დაუთესია. ცვარმა ამივსო თმები,თვალები, ტრფობა სიყვარულს დაულევია, გახსნილი სული გულის არეში სხვა ცნობიერის განმსაზღვრელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი