სიბრძნე და შთაგონება.
სიბრძნისა და შთაგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესამცნობად, ჭკუისა და სინამდვილის შეგონებით ყრმათათათვის ცოდნისა და სინათლისა გაიგონოს ბრძენმა სიბრძნე და ემატოს, მცოდნემ ცოდნით შეიძინოს უმთავრესი, ყველა მიხვდეს იგავებს და ანდაზებსა, ბრძენთა ნათქვამს და არაკებსს უმაღლესის. უფლის შიში ცოდნა არის სათავისა, სიბრძნე კიდევ შეგონება უმაღლესი, შევისმინოთ დარიგება მამისა და დედის რჯულის გზა ვიპოვოთ უკეთესი. რადგან იგი გვირგვინია ჩვენ თავებზე, ჩვენი ყელის სამკაულის გაბრწყინება, თუ ცოდვილნი ეცდებიან ჩვენს შეცდენას, არ დავნებდეთ წილი ვყაროთ სიმართლისა. ასეთია გზა ყოველი უსასრულო, საკუთარსა თავსა მივცეთ შეგონება, სიბრძნე გარეთ მღერის ყველგან უსასრულოთ თუ გავიგებთ უდარდელად შეგვერწყმება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი