ეპილოგი.


ბუნების შეცვლა ყოველივე ქმნილებისაგან
ბრძანებაა და სამსახური სამეფო ტახტთა,
გამოძხილი ყოვლისშემძლე სიტყვებათ ზეცის,
მეწამულ ზღვასაც უბრკოლველად გზა და გზა გაჰყვა.

საკვირველია და სასწაული მხილველი ყოვლის,
გაქარდნენ დარდნი,- შენ უფალო, მხსნელი ხარ ჩვენი
და ზარზეიმი ,მიღებული სიცოცხლის ხმათა,
ცად სტიქიებიც გარდაიქცნენ ნარნარად ღმერთის.

საფუძვლიანი დაკვირვებით რიტმს არ ცვლის გული,
თავად არასდროს არ იცვლება შეცნობილ არსთა,
ცეცხლი წყალშიც კი ინარჩუნებს უძლეველ სურვილს,
ალმა პირიქით ვერაფერი ვერ ავნო ზღვათა.

ღვთაებრივია საზრდელი და მხარში დგომა,
ყველანაირად განვადიდოთ ღმერთები ცათა,
მწუხარებაში ჩავარდნილი ვერ ვნახოთ ვერვინ,
რადგან სინათლე აამაღლებს ცნობიერს გზათა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი