ყაზბეგის მისტერია.


ციალის მოლურჯო ექო
თოვლიან ბილიკებს აწევს,
თვალწარმტაც მთათა მწვერვალს
მზის სხივი კოცნით ავსებს.
ყოფა იშლება თვალწინ
მთათა ზვიადი სახის,
მარად დათოვლილ მხრებზე
მზის სხივის ბაგეს აწვიმს.
საკუთარ თავთან ფიქრში
სიბრძნე სიმართლეს ამხელს,
არამიწიერი გრძნობა
ზეციურ სარკეს ავსებს.
სულის შორეთში ყოფნით
განწყობა გრძნობის ცაზე,
უსასრულობის განცდა
ზებუნებრივად დასვეს.
გულის ფრიალთა ექო
ხის ფოთლებს ეფერება,
მიუწვდომელი აზრი
სისხლძარღვებს ეხეთქება.
უფრსკულში მოღიღინებს
თერგვი არაგვი მთვრალი,
უზარმაზარი გრძნობა
კლდე კლდესთან გაუმდნარი.
განცდა უსაზღვრო ცისა
რძეთეთრი ნისლის დროში,
მარადისობა ღვთისა
განმეორება ხოტბის.
სულის სიღრმეში ვპოვე
ლამაზ ყვავილთა სახე,
ტრფობის ნაკადად ავსებს
გვირილებს სიამაყე.
ბაგე გახსნილი კლდენი
ღრმად შეღწეული დროში,
სათქმელს უთქმელად ამბობს
თვალუწვდენელი დროშით.
ეს უსასრულო სივრცე
შეწყვილებულა ფსკერზე,
შეჩერებულა მზერა
შთაბეჭდილების მეფე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი