თებერვლის სული.


ჩუმი თოვლი
მდუმარების თეთრი მოლი,
დედამიწას დაფენილი ერთობა
გრძნობისა და სიყვარულის შემომქმედი
მონარნარე, მოალერსე ზე ცნობა.
უმთავრესის დანახვაა უნაზესი,
არსებობის დედააზრში ზეწვდომა,
ბუნებასთან სიახლოვე სინამდვილით,
უხილავი სიყვარულის შეცნობა.
ადნებიან ხელისგულებს ფანტელები,
დედის გულთან უნდათ სწრაფად შეწვდომა,
უხილავად დედააზრში გარდასახვა,
გარდასახვა და სიცოცხლის შემკობა.
ჩანაფიქრთა სიწმინდეში მოფარფატებს,
როგორც აზრი,როგორც სულის ეპოქა,
თებერვალის მონარნარე ფანტელები
ზეცნობიერს უსასრულოდ ეყოფა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი