გ ზ ა ვ ნ ი ლ ი.


ქართული გენი,სიბრძნის ფიალა
ცად აღმართული კავკასიონი,
უკვდავებისთვის ფესვებ მაგარი
აზრით და გრძნობით გადარეული.
გამობრწყინდება როგორც მზის სხივი
გათენებას რომ გვაუწყებს ირგვლივ,
სრულყოფილების ვაზის ნაჟური
ქვევრებს დაავსებს სიბრძნით.
მრავლისმეტყველი სიმბოლოები,
ცის კიდობანის სიბრტყე,
მიწა ფესვებსაც ყლორტებს შეასხავს
ცისარტყელისფრად აანთებს სივრცეს.
გამობრწყინდება გრძნეული გენი
ხე ცნობადობის ისევ,
ცისა და მიწის დედააზრია
ქართლის ცხოვრებას მისდევს.
სულს უკვდავების ნამი ასხურა
და შეაგება მზის ღმერთს,
ალბათ ჩვენია ეს შეგონება
ჩვენკი უფალი გვირჩევს.
ქართული სული როგორც ღვთაება
ცოცხლობს და ცხოვრობს ისევ,
ამაღლებული გრძნობებით მოდის
მთელი ცხოვრების სიბრძნე.
მესმის მზის სხივთა ჩუმი ჩურჩული,
სიო ყვავილში რითმს წერს,
წყარო ნაკადულს ეჩურჩულება
, ვინ რა სურვილებს ირჩევს.
სამყარო ერთი მშვენიერება
მთის მწვერვალების სიბრძნე,
სულთა სიმრავლე სიდიადეთა
ღმერთი რჩეულებს იკრებს.
კაცობრიობა განახლებაში
კვლავ ამაღლდება მტკიცედ,
იბერიელთა გამობრწყინება
ტახტზე დაისვავს ქრისტეს.
აღარ დარჩება აზრად და ფიქრად
სიბრძნე დაიდგავს გვირგვინს,
ჭეშმარიტება  უკვდავეისა
თავს შეახსენებს ირგვლივთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი