შავ- თეთრი გედი.


საოცრებათა ფერების ეშხში
ერთურთს შეერწყა შავ- თეთრი გედი,
ტალღის დინება ირწევა აკვნად
და კოცნის სხივებს წვეთებში აწნავს.
ძლიერი გრძნობა სიყვარულს ეტრფის
ფრთებაღმართული გედების ეშხში,
მთვარემ სხივების ტალღა გაშალა
გულში ჩაიკრა ამ გრძნობის ღმერთი.
განცდილი აზრით შეივსო ზეცა
და დადნა მკერდში ფიქრებად ლექსის,
სიჩუმემ რიჟრაჟს დაუწყო კოცნა
მზე მომავალი ყველაფერს ეტრფის.
ტურფა გრძნობებმა,სიცოცხლის ძალას
სინათლის ფერი გადააყარა,
დღისა და ღამის ლამაზი გედი
უთქმელი გრძნობით გადაატარა.
უმაღლეს მიზანს,აზრებით გზავნილს
ღამემ უბოძა უკვდავი სული,
გრძნობის ქარცეცხლში ჩასახლდა მარად
მარტო სიყვარულს ეკუთვნის გული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი