გარდასახვა.


ალბათ ყველაზე ამოუცნობი
ჯერ დაბადება კვირტთა,
შემდეგ სამყაროს გამონათება
ფიქრთა ჭიდილში იშვა.
აზრთა ტრიალი არსებობაში
სული სხეულის მიზნად,
ცნობიერება სინამდვილეში
უკვდავებისთვის იშვა.
ალბათ ყველაზე ამოუცნობი
გრძნობა მზის სხივებს მისწვდა,
მუდმივი აზრი განახლებისა
სიყვარულისთვის იშვა
სიტყვას შემორჩა ზუსტი გაგება
მარადისობა ღვთისა,
არსებობისთვის  ადამიანი
ღმერთის დიდ გრძნობად იქცა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი