სიცოცხლის არსი.


ვარდყვავილობის დღე დადგა ისევ
სამყარო ცისა გაზაფხულს უმზერს,
დედამიწაზე სუნთქვა გახშირდა
სიცოცხლე იქცა ცხოვრების სიბრძნედ.
განცვიფრებულა დრო ისევ თვალწინ
მშვენიერებამ მოსტაცა თვალი,
მოღიმარ კვირტებს ლოყებს უკოცნის
სიცოცხლე იყო ამ წამში მთვრალი.
მზისმეტყველება მიწასაც ეტრფის
მიწა კი მისი დიდებით დადის,
რალამაზია ვარდობის თვე და
კოკრები,მზე და ცრემლები ნამის.
ამომზეურდა გრძნეული ძალა
სახე იცვალა კვლავ ძალის ძალად
და სამყაროში კვლავ იფურჩქნება
კოკორში ვარდი,ვარდში ღვთის ძალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი