მარგალიტები.


სული ზეცამდე აზიდავს მარგალიტს
ყელზე შემოიხვევს უკვდავი სიმაღლე,
მარადისობად ჩასახულ საწადელს
უსასრულობით მიაღწევს სინათლე.
ამბობენ ზეცაში მზეთამზის ბუნება
სურვილთა უბეში კავშირით იზრდება,
ხან წვიმის,ხან ქარის ცხოვრების საგზური
ცხრა მთაზე,ცხრა ზღვაზე მუდმივად იქმნება.
ერთი პაწაწინა სხეულის სიმები
სინათლის უდიდესს სხივებზე ეშვება,
თურმე ყველაფერი გულია ფიქრების
აზრია სურვილის უკვდავი სიმღერა.
პირველი მზის სხივი მიზანთან მისული
ორ სამყაროსთან არსებას განაგებს,
მეც ჩემი სიცოცხლის უკვდავი სურვილი
ზეცაში აზიდულ მარგალიტს გავანდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი