უსათაურო3
სივრცეს შეპარული გრძნობა მთებზე გაწოლი ქალი, სწრაფად შემოიკრებს ვნებას ციდან ჩამოყოლილ ძალით. გული გრძნობის ველზე ფეთქავს კლდიდან იმზირება თვალი, შერწყმა ფერებშია სულის ბაგეს მორბენალი ცვარით. ცისკარს გაეღეღა მკერდი ფიქრებს აყოლია სუნთქვა, ნეტავ რაღა უნდა დუმილს უკვდავებაშია სუმთლად. სიოს გაეპარა აზრი აზრმა სიყვარული თესა, მთებზე გაწოლილი ქალი დროში მოგზაურსაც ერქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი