ვედების ფილოსოფია.


მზის დაბადებას შევესწარი
ეს რა ყოფილა,
ღმერთის გულიდან წამოსული
სრულყოფილება.
საწყისის ძალა დასაბამით
გამოვლენილი,
უკვდავ ქმნილებად საძირკვლიდან
ამოიზიდა
პირველსაწყისად მზის სხივები
სულის სამკობი,
ღირებულების შთაგონების
სულისკვეთება.
ევოლუციის სამყოფელში 
დაბადებული,
კაცობრიობის აღდგენისთვის
კვლავ გამობრწყინდა.
გახსნილა სივრცე,იდუმალი
ხილულ ფერებში,
სიცოცხლის წყურვილს ცნობიერი
კვლავ შეეჭიდა,
მარადიული წინსვლისათვის 
დაბადებულმა
სრულყოფილებამ სიყვარულში
გამოიღვიძა
და ძალა, სხივი უმაღლესი
ცნობიერების,
ემოციური სიდიადის
განზომილება
უკვდავებისთვის დაგვანახა
კვლავ სიყვარული,
კვლავ სიყვარული მუდამ აწყმოს
ბედნიერება.
ჭეშმარიტია მზე სიცოცხლის
ბატონ - პატრონი,
სამყარო კიდევ საიდუმლო
გულის ავტორი,
სიყვარული კი  ათინათი
უკვდავებისა,
და ჩვენ შვილები,ღმერთის განძი
უსასრულობის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი