ბიბლია.


ბაღში ხარ მოსული
ნერგებად ჩარგულო,
წყარო ხარ ნაბეჭდი
ფესვებში ჩაწნულო.
პირბადე დაფენილს
მზის სხივი დაგნათის,
სიბნელით ამოჰყავს
ყვავილთა ნათელი.
ბროწეულ ღაწვებზე
გამოჩნდნენ ფიფქები,
გარშემო დაგნატრის
ტყუპ - ტყუპი ფიქრები.
აქ ორი მტრედია
მიწას რომ აღვიძებს
და ძოწის პერანგი
სისხლძარღვებს აგიჟებს.
საამო ალერსი
რაოდენ ტკბილია,
თაფლი და სანთელი
ენის ქვეშ მივლიან.
რჩეული ნაყოფი
ქორფა და დიდრონი,
ლერწამით დაწნულა
სხეულის სინოდი.
გახსნილი პერანგი
ხელებში მადნება,
თავს ოქროს მძივები
სხივები მასკდება.
ცისკარი მჭვრეტელი
მზისაბერ თბილია,
მორთული ბანაკი
ზეპურთა ბიბლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი