გული ღმერთია!


პირველსაწყისებს
გულიდან გავშლით
და სიყვარულით
შევავსებთ ზეცას,
სიტყვებში მარად
ვიპოვით ნამდვილს
სულიერ მარცვალს
ავტყორცნით მზესაც.

საწყისის ხედვით
მიზანთან ვხვდებით
ღირებულება
ჩვენში ბევრია,
უკვდავი ნება
სიყვარულს გზავნის
ეს ერთადერთი
სული ჩვენშია.

აღმოცენება
მიწის გულიდან
აყვავილება
დროის  ხვედრია,
ჩვენში ნამდვილი
ის ერთადერთი,
ის ერთადერთი
გული
ღმერთია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი