***


მოდი მოდი გავცვალოთ სითხენი,
მოიხსენი ეგ მკაფიო დაძაბულობა,
ისე მინდიხარ სხეულში მაქვს უკვე რითმები
და ჩემში ვგრძნობ ფრიად დიად იმპულსურობას.
შენ არ უნდიხარ ამ ქვეყანას, უვიცს, მდაბიოს,
გთხოვ მოიშალე ეს უაზრო თავგამოდება,
და ამ მთავრობამ რაცარუნდა ხალხი არბიოს,
შენი პროტესტი აქ საერთოდ არ გამოდგება.
გაგიმეორებ:მოიხსენითქო სულისმხუთავი დაძაბულობა,
სინამდვილეა, შენი გრძელფეხა შთამომავლობა,
მისთვის ნუგეშად ქცეულო სარკევ,
დაგისვამს კითხვას:შენ ვის რა არგე?
შენი პასუხი იქნება მარჯვე
და გაიმარჯვებ,
თუ მოიხსნი მაგ შემზარავ დაძაბულობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი