*** (ეძღვნება “სწრაფი გადახდის აპარატის” კონსულტანტ გოგონას)
დღეს შენ თავს არ ჰგავხარ მარიამ თვალებში მზის სხივი შეგნიშნე, ეს ალბათ იმ გრძნობის ბრალია გულს რომ თმობ და სახით არ იმჩნევ. იქნებ ერთხელ მაინც მზერა გაიმეტო არსად გაგექცევა ეგ “გადახდის აპარატი”, ვიფიქრე შენთვის წერილი მომეწერა და ანონიმურად მომერთვა ამანათით. მითხრეს სხვა დროაო... ხელნაწერს ვინღა გზავნის? აბა სად “მესიჯი” და სად ეგ ბარათი?! ჰოდა მეც ტექსტს ავკრეფ... ვაი ჩემი ბრალი პასუხის მოლოდინში ბეჭდვაც კი ავითვისე, შენ ამ დროს “მონიშნავ” ყველა ზედმეტ “ფაილს” და მერე ელექტრონულ ბუხარს აგიზგიზებ. დღეს სულ ადვილია “წაშლა და გაქრობა”... მე კი ვერ გივიწყებ, მე კი ვერ გივიწყებ... მეც ჩემ თავს არ ვგავარ მარიამ რაღაც უჩვეულო შევამჩნიე ეს ალბათ სულ ამინდის ბრალია მზეს რომ დიდხანს მზერა შევაჩვიე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი