დიდი ილია
მჭიდში ტყვიები გადათვლილია, ყოველი გრგვინვა კვეცაა მუხლის. დგას წიწამურთან დიდი ილია: თავს საქართველოს ერთობას უხრის. ყველა მახვილი ალესილია და ფოლადს ამსხვრევს რწმენა ცხოველი. დგას წიწამურთან დიდი ილია: სიმართლისათვის დაუცხრომელი. ქართული გენი დათესილია და მას არწყულებს სისხლი მართალი. დგას წიწამურთან დიდი ილია: როგორც მომავლის მწიფე თავთავი. თუ საქართველო თავდახრილია, შემოვაშველოთ ყველამ საყრდენი. დგას წიწამურთან დიდი ილია: ცამდე წრფელია მისი სახელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი