ნუ განმსჯი...


ნუ განმსჯი, თუ ასე უეცრად წავედი,
ჩემს გულსაც ატყვია შენებრი იარა.
შენს ტრფობას პირველი ამბორი მოვსტაცე,
მაგ თვალთა იმედით ციმციმი კი არა.
მას მერე მრავალი ზამთარი გავლიე,
რა გზებით ვეხეტე, ვინ იცის რა მოხდა.
შენ მკითხავ: რადა გაქვს შეშლილი თვალები?
მე გეტყვი: სიცოცხლე ყოფილა გამოცდა!
რამდენჯერ სიკვდილმაც ლახვარი მიღერა,
ვერ ჰპოვა სამსხვერპლო ჩემს ახლოს ვერცერთი.
მე ყველა სიწმინდე ფეხდაფეხ დავკარგე:
ტაძარი, წიგნი და საშენო ბეჭედი.
ჩემს დუმილს ეხშობა სულ ყველა სათქმელი,
ამ ხელებს ატყვია მაგ ხელთა ფერება.
ნაგროვებ ცოდვიდან მე ვალად დამედო,
უგონოდ გალეშილს ღამეთა თენება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი