სივრცეს ეფინება ბინდი ..


სივრცეს ეფინება ბინდი,
ფოთოლთ აშრიალებს ქარი.
შენსკენ მანძილია დიდი,
დამზდევს კაეშანი მთვრალი.

უწინ სითბოს ვკრეფდი როცა,
მყინვარს იფარებდი ურცხვად.
ნეტავ ცხრა სიცოცხლე მომცა
ერთერთს დაგიფენდი ფურცლად.

წუთებს დაუცლიათ დღენი,
მეც გზად დამემგზავრა ჯავრი,
ბევრჯერ დაიღვარა ცრემლი,
როცა მძიმდებოდა ჯვარი.

ზეცა, ვარსკვლვები, მთვარე,
ქმნიდნენ სანუგეშო ტრიოს.
ისევ ვერ ვივიწყებ თვალებს,
ისევ მაგ ღიმილთა სიოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი