თეთრი ფიფქები
ცამ ჩამოყარა თეთრი ფიფქები, დათოვლილ ქუჩებს ვტკეპნი ბანცალით. მათოვს თოვლი და გულში ფიქრები: - როგორ გიხდება შენ ეს ზამთარი! ოთახს კი გვითბობს ღუმელი შეშის და სიმყუდროვე ჩვენით ნაგები. მერე არაყიც ცოტათი შემშლის: აღარ ვიქნები ბიჭი ნაქები... ბინდი იფარავს დაორთქლილ მინებს, კიდეც შევთვერი ცოტაარიყოს... ღიმილს ვერ ვმალავ ვპირდები შვილებს: - მალე მოვიყვანთ თქვენთვის ძამიკოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი