პირველი სიყვარულის მოგონებიდან


ხშირად გვივლია ჩვენ ძლიერ ქარში
და შენს თვალებში დარებს ვეძებდი.
ჩვენ ორნი მხოლოდ, ჯერ კიდევ ბავშვნი...
რომ მიდიოდი, მახსოვს ვერ ვძლებდი.
მდუმარედ მდგარი გაბნევდი მზერას,
სანამ თვალთა რიგს გაუქრებოდი,
შენი თმის სურნელს ქარშიც კი ვგრძნობდი,
მხოლოდ სიშორეს არ უხდებოდი.
ნეტავ თუ ერთხელ კიდევ მომხედავს,
სანამ გაივლის ამ ვიწრო მანძილს?! 
ხშირად ვამბობდი: ეჰ ჩემო გულო,
შენ კიდობანო ამხელა განძის!...
ნეტავ თუ ვინმეს გაუცვდა ის დრო,
გრძნობების თქეში, ბავშვურად წმინდა?!
რაა სიცოცხლე, ყრმობით სიბერე,
თუკი ცხოვრებამ ამაოდ გზიდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი