წუხელის ქალი ვიხილე


წუხელის ქალი ვიხილე,
როგორც ვარსკვლავი ღამისა.
გულს სიხარული შემყარა 
მსურდა დადგრომა წამისა,
შემომანათა თვალები 
გრძნობის გამღები კარისა,
მისი კაბისა შრიალი
მღერა ნაძერწი ტანისა.
ერთად ვიარეთ ქუჩები
ვნებამ იმატა ქალისამ,
ბაღში შევედით დავსხედით,
ბაგე ვუკოცნე ლალისა,
მანაც მიკოცნა ბაგენი
არყით დამთვრალი მწარისა"
უეცრად ადგა წავიდა
ხმად მოუბარი ქნარისა:
კვლავაც შევხვდებით მალეო,
ამ სიტყვით გამახალისა.
გული მომტაცა, წავიდა,
დამრჩა იმედი ხვალისა.
წვიმაა მხოლოდ საშველი
მიწისა გამომშრალისა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი