პალატა მერვე


თეთრი ოთახი დახრილი ჩრდილით
უცხო სიფითრის ტოვებს ნაკვალევს.
მე მოგიტანე სნეული გული
და ჩუმი მზერაც ვერ გაგაკარე.
მორიგი გვერდი, პალატა მერვე,
გარეთ კი წვიმა ქუჩებს ასველებს.
წვიმის ცქრიალი დაწყვეტილ ნერვებს
უამინდობის მკლავზე ასვენებს.
მიკრთის სხეული, მიშრება ყელი
და გულის წნევა მომიჭერს თასმებს.
მერე მოდის და მშვიდი ღიმილით
თეთრი ასული იმედით მავსებს.
- ო, ნატავ სადმე სხვაგან მენახე!
ჟამი დასტირის უსახურობას.
დღეს ვინატრებდი უღრუბლო მხარეს
და შენთან ყოფნის უსასრულობას.
თეთრი კედლები, პალატა მერვე,
გარეთ კვლავ წვიმა ქუჩებს ასველებს.
წვიმის ცქრიალი დაწყვეტილ ნერვებს
უამინდობის მკლავზე ასვენებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი