თოვა ხეთაგან ..


თოვა ხეთაგან 
თეთრთა ყვავილთა,
აჩქარებული 
ძგერა გულისა.
მე ძალზედ მიყვარს 
თვალები შენი,
აისი ჩუმი გაზაფხულისა...
რა ვქნა ოცნებას 
თუ ვერ ვეშვები,
არად მომკიდე 
მე სხვა რჯულისა.
ქარში დგომაა ფიქრთა 
სიცხადე,
იმედი შენი სიყვარულისა...
მე მიგიჩნიე 
ნავსაყუდელად,
ემბაზთ სიწმინდედ 
საზრდოდ სულისა.
რქა ღვინით 
სავსე ლექსად დაცლილი,
იფქლის ყანები 
დედა პურისა...
ძვირფას დღეების
ვარ მაძებარი,
ერთ დროს 
უღმერთოდ დაკარგულისა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი