უ - თანასწორობა...
შენ სამკაული ამა ქვეყნისა, მე კი მტევანი ფეხქვეშ ნაწური... კვლავ უნდა შევსვა ჩვენი შეყრისა, ჟინი მოვიკლა მამაკაცური. შენ მოკაზმული ათასფერებით, მე კი ნაოფლი, როგორც ფაშატი... გულიდან გულში გადასვენებით ახლაც მატყვია მკერდზე ნაშანთი. შენ მოიმედე შენი მეფისა, მე კი გლახაკთა ბედის ნაყმობი... სული, როგორაც თასი ვერცხლისა პაპის პაპიდან დღემდე ნაქონი. მე ნაქმარევი შენი ცოლობის, შენ კი ნაჩვევი სხვისა ცოლობას... თუ კი გვირგვინი მე მხვდა მონობის, მაშ რა ფასი აქვს თანასწორობას?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი