შენდობას ვითხოვ...
მეგონა თითქოს მცდიდა განგება, თურმე განგებას თავად ვანგრევდი. შენდობას ვითხოვ: მამავ შემინდე, რომ შენს მხნეობას ნაცრად ვაბნევდი! შენ დამრჩი მხოლოდ და ახლა ვხვდები შენს შემდეგ ჩემს გზას ნისლი დაფარავს. შენდობას ვითხოვ: დედავ შემინდე, ჩემი შვილობა გძენდა ჭაღარას! მე შენს თვალებში ვხედავ სამყაროს, ღმერთს არ შევვედრი ცრემლთა დაშრობას. შენდობას ვითხოვ: შვილო შემინდე, ვერ მოგიქარგე ტკბილი ბავშვობა! დიდია ღმერთი და ყველას განსჯის, სიმწრით უღირსებს, სიტკბოთი ღირსებს. შენდობას ვითხოვ: ღმერთო შემინდე, ცოდვანი ჩემნი მიხეხავს კისერს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი