ჩემს შვილს, “ნანას„


იმ თაროზე წიგნი რომ დევს
წავიკითხე ორი ფრაზა: 
მაგიდაზე კატა ახტა
გადმოაგდო თურემ ვაზა!
ისე დინჯად ჩაიარა
თურმე პაპაც გააბრაზა.
პაპამ თოფს რომ ხელი ავლო
მის წინ ბებო გაინაზა:
-არ დაგვრჩება კატა ვალში!
სანაძლეოც გაიმაზა...
კატამ თავი დაიფასა:
რა გაუხდათ ერთი ვაზა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი