გამთენიისას ..
გამთენიისას ჩურჩულებენ ჩუმად ჭადრები, აქ მღელვარებაც ჩვევად ექცა სოფელს ბნედიანს. შენც სიყმაწვილევ სიზმარივით თუ კი სთავდები, მაშინ შენობაც და უშენობაც ჩემთვის ერთია. ჩვენ რომ ქაღალდის ნავს ვატანდით ტალღებს მღელვარეს, ახლა ზღვის ფსკერზე ასვენია დამხრჩვალ თილისმად. ვხედავ მზის ჭაღი ჰორიზონტზე როგორ ელვარებს და ეპკურება იასამნებს მადლი დილისა. თუ ეს ლექსებიც დამტოვებენ მიჯობს დავმუნჯდე, ტანზე იმედებ შემოსილი ვდგავარ ბილიკზე. ო რა ცოტაა უშენობით ჩემი საუნჯე და რა დიადი უჩემობით შენი პირიმზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი