მამის გახსენება


მამას ჰგავხარო, 
ასე ამბობენ!..
ასე უყვარდა მამაჩემსაც 
ბედთან ჭიდილი!..
სახიდან ვიწმენდ გამალებით
მლიქვნელთ ამბორებს, 
რადგან ფლიდობას მეც 
შენსავით მიჯობს სიკვდილი.
უკვე ცამეტი წელია 
და ცამეტ გაზაფხულს,
ცამეტი გაელვება 
დავულოცე დაბურულ ცაზე.
როგორც სიმინდი ექოჩრება 
მინდვრებს გადახნულს,
ლერწამზე ცრემლი ედინება
გამოსხლულ ვაზებს,
ასევე იხარეს 
იმ ნერგებმა შენ რომ ჩაყარე,
შვილიშვილები ექვსნი 
გყვანან მზისფერ ქალ - ვაჟნი.
მე კი შუახანს მივაღწიე 
ვითვლი ჭაღარებს და
ვალმოხდილივით ბინას
ვიდებ დიდრონ კარავში. 
ხო ჩემო მამავ, 
მე ნაბოლარას და 
სოფლის ამკლებს,
არსად ფარ - ხმალი 
არასოდეს არ დამიყრია. 
ბევრჯერ წაგებულს და
ჯავრის თანმხლებს,
თავი ღვთის გარდა არავისთვის 
არ დამიხრია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი