დედას
ეს მერამდენედ დადგა აპრილი, სევდით ნაწამებ გულს რომ გიამებს... დედი, რად სტირი თვალებ დახრილი, ამ დაუნდობელ სოფლის სიავეს? ბევრჯერ გინახავს ვარსკვლავთა ცვენა, მწუხრის ფიქრები ატანდა ცისკარს. რად არ სცილდება კაცის გულს წყენა? რად არ გვპატიობს სიცოცხლე მისხალს? დედი, მაჯებშიც შეგატყვე დაღლა და ღვთის წყურვილსაც სული გიახლებს. ნუ დაგედება ეს ყოფა ნაღვლად, დედის სიწმინდე სწვდება ციაგებს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი