სავედრებელი


ღმერთო, სიცოცხლე დამიტკბე,
შენს მსახურობას ვლამობდე.
სანამ სამშობლოს არ ვარგებ,
მსურს, რომ მანამდე არ მოვკვდე.

მომეც სიმტკიცე სულისა,
გულს სინანული დამირთე,
გზა გამინათე სიკეთის,
ბოროტისათვის დამიხშე.

სააქაოდან წასული
სასუფეველსა ვხარობდე.
სანამ ჩემს ერსა არ ვარგებ,
მსურს, რომ მანამდე არ მოვკვდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი